LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარვი ვაინშტაინს ტრეფიკინგში ადანაშაულებენ

65

სკანდალურ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინსა და The Weinstein Company-ის სექს-ვაჭრობაში ადანაშაულებენ.

შესაბამისი საჩივარი ნიუ-იორკის სასამართლოში ბრიტანელმა მსახიობმა კადიან ნობლმა აღძრა. მისი თქმით, ვაინშტაინმა მის მიმართ სექსუალური ძალადობა 2014 წლის თებერვალში განახორციელა, ხოლო მისმა ძმამ, ბობ ვაინშტაინმა ეს საქმე „დამალა“.

ნობლის თქმით, ამ ყველაფრის სანაცვლოდ მას ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლს სთავაზობდნენ.

მსახიობმა არ დააკონკრეტა კომპენსაციის ოდენობა, რასაც ის ითხოვს. რაც შეეხება ბრალდებულის მხარეს, სკანდალური პროდიუსერის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალადობაზე ყველანაირ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ურთიერთობა ორივე მხარის თანხმობის გარეშე არასოდეს მომხდარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები