თუკი „სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემელი ხართ და „ვესტეროსის“ სამყარო მოგენატრათ, თქვენთვის სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს.
HBO Max აპირებს „სამეფო კარის თამაშების“ მიხედვით ანიმაციური სერიალი გადაიღოს. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია..
შეგახსენებთ, საკულტო სერიალის პრიქველი „დრაკონის სახლი“ ეკრანებზე 2022 წელს გამოვა. ამის შესახებ თავად HBO-ს პრეზიდენტმა, კეისი ბლოისმა განაცხადა. პრიქველს ჯორჯ მარტინის წიგნის, „ცეცხლი და სისხლი“ მიხედვით იღებენ, რომელიც 2018 წელს გამოვიდა. სიუჟეტი „სამეფო კარის თამაშების“ მოვლენებამდე, 300 წლით ადრე განვითარდება.