ჯასტინ და ჰეილი ბიბერები ბევერლი-ჰილსზე პაემანზე მიმავალნი გადაიღეს. ამ დღეს 29 წლის მომღერალს შავი კოსტიუმი ეცვა, 27 წლის მოდელი კი წითელ პალტოში იყო გამოწყობილი. ჰეილიმ აღნიშნულ „ლუქს“ წითელი პომადა და შავი კლასიკური ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
ცნობისთვის, წელს ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ქორწინებიდან უკვე 5 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში წყვილმა უამრავი სირთულე გადალახა, ორივე მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. სირთულეებმა წყვილი უფრო დააახლოვა, მათ საოცრად მყარი კავშირი აქვთ.
„შენ ჩემს ცხოვრებას ჯადოსნურს ხდი“ – ჯასტინ ბიბერი მეუღლეს 26 წლის იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს