LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HELLO!-ს მარტის ნომერი ქალებისთვის და მათ შესახებ

170

ჟურნალი HELLO!-ს მარტის ნომრის მთავარი თემა ძლიერი ქალებია. პრიალა ჟურნალის ფურცლებზე ის ქალბატონები მოხვდნენ, ვინც მსოფლიო, თუ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს და სხვადასხვა სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. მკითხველი ხატია ბუნიათიშვილის, ნანა ექვთიმიშვილის და  სოფო ჭყონიას ისტორიებს გაეცნობა.

მარტის ნომერში დიდი ადგილი ეთმობა ცნობილ ტელეწამყვანს, ფილანტროპსა და მომავალ პოლიტიკოსს – ოპრა უინფრის. ქალბატონი, რომელმაც ტელე სივრცეში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მომავალ პრეზიდენტად მოისაზრება. მარტის თვის მკითხველი 64 წლის ქალბატონის ცხოვრებას გადაავლებს თვალს და მის სამომავლო გეგმებსაც გაეცნობა.

მარტის ნომრის ასევე ერთ-ერთი მთავარი გმირი რუსკა მაყაშვილია, რომელიც ჟურნალის ფურცლებზე დედის ამპლუაში პირველად გამოჩნდა. ცნობილი მსახიობი HELLO!-ს ფოტო კამერის წინ პატარა ვაჟთან – ილიასთან ერთად პოზირებს და მკითხველს ახალ გამოცდილებას უზიარებს.

მოგეხსენებათ, რომ HELLO! ჯანსაღი ცხოვრების წესს პროპაგანდას აქტიურად უწევს და ქართული სპორტის დიდი ქომაგია. ქალბატონებისთვის მიძღვნილ ნომერში საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეებს გამორჩეულ ფოტოსესიაში იხილავთ. თამაშებს შორის ჟურნალმა ინტერვიუ წამყვან ბორჯღალოსნებთან – ლაშა ლომიძესთან, მერაბ შარიქაძესთან, გიორგი ბეგაძესთან და ვასილ ლობჟანიძესთან ჩაწერა.

წინა ნომრების მსგავსად არც ამ ნომერში გამოგვრჩენია წყალბურთის კლუბი „დინამო“, რომელიც მეორე სიცოცხლეს იწყებს. ამჯერად წყალბურთელების ნაცვლად მკითხველი სპორტის ამ სახეობის ცნობილი ქომაგების ფოტოსესიას დაათვალიერებს.

მოგეხსენებათ, რომ HELLO! მკითხველს განსაკუთრებულ სიახლეს სთავაზობს. ზემოთ ჩამოთვლილი თემების გაცნობა უკვე ბეჭდურ ვერსიასთან ერთად ინტერაქტიულ ჟურნალში იქნება შესაძლებელი, რომელსაც ჩვენს ვებ გვერდზე www.hellomagazine.ge-ზე მიაგნებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g