მსახიობმა, რუსკა მაყაშვილმა, პოდკასტ „V ელემენტში“ სტუმრობისას, სადაც ის დასთან, ნინუცა მაყაშვილთან ერთად იმყოფებოდა, პირად ცხოვრებასა და იმ ახალ გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც მისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა.
მსახიობმა თქვა, რომ წელიწადნახევარია, რაც ცხოვრებაში პირველად მარტო ძილს მიეჩვია და ამ პროცესში განსაკუთრებული კომფორტი იპოვა.
„ეს სხვა დამოუკიდებლობაა კიდევ… მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვშრომობ ფიზიკურად, წელიწადნახევარია რაც მარტო შევძელი დაძინება, აქამდე არასოდეს არ ვყოფილვარ მარტო ან მე და ჩემს დას გვეძინა ერთად ან დედაჩემთან ერთად მეძინა, მერე, საერთოდ მეუღლესთან ერთად, უკვე როდესაც დავასრულეთ ეს ურთიერთობა, მომიწია, რომ მარტო ვრჩები, როცა ბავშვებიც არ არიან ჩემთან და მამასთან არიან, მივხვდი რომ პირველად ვარ მარტო ოთახში, საძინებელში და თურმე, გადასარევია… რომ მახსენდება, რა კარგია მარტო ძილი, დაიძინეთ მარტოებმა ქალებო“, – თქვა რუსკა მაყაშვილმა
