მსახიობი რუსკა მაყაშვილი ირინა ქიქოძის პოდკასტის „მერე პოდკასტის“ სტუმარი იყო. რუსკამ გადაცემის ფარგლებში უამრავ თემაზე ისაუბრა.
რუსკამ ასევე ისაუბრა მეუღლესთან დაშორებაზე.
„პირადად მე გახსნილად შემიძლია პირადზეც საუბარი, რადგან ასეთი ადამიანი ვარ, მაგრამ მეორე მხარეც ხომ არსებობს. შენ შენს პირადზე ისაუბრებ, მაგრამ მეორე ადამიანიც ხომ არსებობს ამ პირად ცხოვრებაში. ის ადამიანი ხომ უნდა გაითვალისწინოს. როდესაც შეყვარებული ვარ, რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველამ იცოდეს, მაგრამ როდესაც მატკენენ გულს, მათრევენ ესეც უნდა იცოდნენ, მაგრამ ვთვლი, რომ სადამდეც შეგიძლია ამ ყველაფრის შენახვა უნდა შეინახო.
ისედაც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ვარ სოციალურ ქსელში.
წელიწად ნახევარია რაც მე და ჩემი ყოფილი მეუღლე გავშორდით ერთმანეთს და ახლა მე პროგრამაში ვარ. ამ თემის განხილვა მიმდინარებს და სხვადასხვა ძალიან საინტერესო ვერსიებს ვისმენ ამ ყველაფრის შესახებ. თან ვფიქრობ, რომ ალბათ საინტერესო ხარ ადამიანებისთვის და მაგიტომ განიხილავენ ამ ყველაფერს, მაგრამ სადღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი” – ამბობს რუსკა.
