LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Hello!“-ს ნოემბრის ნომრის მუზა ლიკა ქავჟარაძეა – რას წაიკითხავთ ჟურნალის ფურცლებზე

274

„Hello!“-ს ნოემბრის ნომრის გარეკანს ლიკა ქავჟარაძის ახალ უკვე ცნობილი ფოტო ამშვენებს, რომელზეც გარდაცვლილი მსახიობი ულამაზესია. „ქართული სილამაზის ეტალონი“ – ასეა დასათაურებული სტატია, რომელიც მარიტას როლის შემსრულებელს ეძღვნება – „ლიკამ კინოში 30-მდე როლი განასახიერა, პოპულარობა კი მარიტას როლმა მოუტანა… სამსახიობო კარიერა 12 წლიდან, მოკლემეტრაჟიან ფილმში „შადრევანი“ მონაწილეობით დაიწყო და მალევე საკუთარი შემოსავლით, ოჯახის მთავარი მარჩენალი გახდა… 1972 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მიიწვიეს და სიცოცხლის ბოლომდე ჯადოსნური კინოსამყაროს ერთგული დარჩა…“

ჟურნალთან უმშვენიერეს მსახიობს მომღერალი ეკა მამალაძე და მსახიობი ზაზა კოლელიშვილი იხსენებენ.

ჟურნალის ფურცლებს სიმპათიური წყალბურთელები, მიშა ბაღათურია, ზუკა რურუა და გიორგი ხვედელიანი ამშვენებენ და საუბრობენ იმის შესახებ, როგორ დაბრუნდა სპორტულ ასპარეზზე წყალბურთის კლუბი 22-წლიანი პაუზის შემდეგ.

ჟურნალი გვთავაზობს ინგა გრიგოლიასე ერთადერთი ქალიშვილის, მარიამისა და მისი რჩეულის, ნიკოლოზ გამეზარდაშვილის ქორწილის ფოტოებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუს – „ძალიან სწრაფად დავგეგმეთ ყველაფერი. საქორწინო სამზადისში ორივე ოჯახის წევრები ბოლომდე იყვნენ ჩართული. ძალიან უნდოდათ, რომ საკუთარი შვილებისთვის გრანდიოზული და დასამახსოვრებელი ქორწილი გადაეხადათ…“, აღნიშნავს „Hello!“-სთან საუბრისას ტელეჟურნალისტის შვილი.

ჟურნალის ნოემბრის ნომერში საინტერესო სტატიას იხილავთ კინოინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი მამაკაცის, ჰარვი ვაინშტაინის შესახებ, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში არაერთი კინომსახიობი ქალბატონი ადანაშაულებს.

როგორია ლათინოამერიკელი ვარსკვლავის, ჯენიფერ ლოპესის ცხოვრების არსი, ჟურნალი ცნობილი მომღერლის სახლში შეგახედებთ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g