გუშინ, ვამპირებმა, კომიქსების პერსონაჟებმა და როკ-ენ-როლის ლეგენდებმა თავი ჰოლივუდში მოიყარეს. 31 ოქტომბერს ჰელოუინს აღნიშნავენ. სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის სელებრითები სხვადასხვა იმიჯს ირგებენ და თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცნენ.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავების უმეტესობამ წლევანდელი კოშმარული ღამე სახლში გაატარა, თუმცა, ორიგინალურ კოსტიუმებში გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელით გაგვიზიარა.
გთავაზობთ 2018 წლის ჰელოუინის საუკეთესო კოსტიუმებს, რომლებიც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა სახეებმა მოირგეს. შედეგი თავად შეაფასეთ.
ჰარი სტაილზი
One Direction-ის ექს-წევრმა ელტონ ჯონი განასახიერა. ფოტოები ერთ-ერთი ჰელოუინის წვეულებიდან, რომლებზეც 24 წლის ვარსკვლავია აღბეჭდილი, ლეგენდარულმა მუსიკოსმა თავად გააზიარა და დაწერა: ,,ეს სწორედ ის არის, რასაც ჰელოუინის კოსტიუმს ვუწოდებ”.
View this post on Instagram
Now that’s what I call a Halloween costume @harrystyles Photo by @kevinmazur @gucci
A post shared by Elton John (@eltonjohn) on
რიტა ორა
ალბანური წარმოშობის ინგლისელი მომღერლის ტრანსფორმაცია ამერიკელი რეპერი, Post Malone იყო.
ჰელსი
24 წლის ჰელსი ,,შხამიანი სუროს” იმიჯით მოგვევლინა.
View this post on Instagram
Halsey Presents: Gotham City party time… : @nathangroff
A post shared by halsey (@iamhalsey) on
ბიონსე
თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო შემსრულებელმა ტონი ბრექსტონის ის ვიზუალი მოირგო, რომლითაც ლეგენდარული შემსრულებელი 1993 წელს, სადებიუტო სტუდიური ალბომის გარეკანზე გამოჩნდა.
კაია გერბერი
სინდი კროუფორდის ქალიშვილის ინსპირაციად ამერიკელი როკ ვარსკვლავი, ჯოან ჯეტი იქცა.
View this post on Instagram
#kaiagerber for casamigos Halloween party
A post shared by Kaiagerber (@kaiagerberofficial) on
ემა უოტსონი
ინგლისელი მსახიობი თავს ,,ქალი საოცრების” კოსტიუმით იწონებდა.
კაილი ჯენერი
ყველა დროის ყველაზე ცნობილი თოჯინა ერთი ღამით, 30 წლამდე ასაკის ყველაზე მაღალანაზღაურებად სატელევიზიო სახეს დაეპატრონა.
View this post on Instagram
Life in Plastic, It’s Fantastic..
A post shared by Kylie (@kyliejenner) on
მერაია ქერი
სექსუალურ მედდად გადაიქცა მერაია ქერი, რომელსაც პარტნიორობას ბოიფრენდი, ექიმის კოსტიუმში გამოწყობილი ბრაიან ტანაკა უწევდა.
View this post on Instagram
Keeping it festive in Tokyo! #HappyHalloween ⚠
A post shared by Mariah Carey (@mariahcarey) on
სიარა
სიარამ არც ამჯერად დაგვინდო და თავისი სექსუალურობით კიდევ ერთხელ მოგვნუსხა. ის ოჯახთან ერთად ,,შავი პანტერას” სამშობლოდან, ვაკანდიდან ჩამოვიდა.
ჰელოუნისთვის შექმნილი კოსტიუმები (ფოტოგალერეა)