LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელსიკის კომისია: სასიამოვნოა, რომ შალვა პაპუაშვილი და ქართული დელეგაცია უკრაინას ესტუმრა

167
Untitled design (8)

ჰელსინკის კომისია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უკრაინაში განხორციელებულ ვიზიტს აფასებს.

როგორც კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასიხარულოა, რომ შალვა პაპუაშვილი და ქართული პარტიათაშორისი საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ესტუმრა:

“სასიხარულოა იმის დანახვა, რომ შალვა პაპუაშვილი და ქართული პარტიათაშორისი საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ესტუმრა.

ერთიანობა საერთო პრინციპების სამსახურში და რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინის ომის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია და საქართველოს დაპირებული ევროატლანტიკური მომავლის მთავარი ნაწილია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისია აშშ-ის სენატისა და კონგრესის ერთობლივი კომისიაა, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.

დელეგაციამ უკრაინაში შეხვედრა გამართა რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან და დეპუტატებთან. დელეგაციის წევრებმა უკრაინის ქალაქი ბუჩა და ირპენიც მოინახულეს.

დელეგაცია უკრაინიდან 17 აპრილს დაბრუნდა.

 

mazda magti 5g