LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰერმან საბო: ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შევინარჩუნეთ – ლოგიკური იქნებოდა, ოპოზიციურ სპექტრს მოეფიქრებინა, რას აკეთებს რიგგარეშე სხდომაზე

51
ჰერმან საბო

პარტია “გირჩის” წევრი ჰერმან საბო ოპოზიციის ნაწილის მიერ, რიგგარეშე სესიის ჩატარების მოთხოვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი სხდომა პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ამბავი იქნება.

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს რიგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

როგორც საბო აღნიშნავს, ლოგიკური იქნებოდა, ოპოზიციურ სპექტრს მოეფიქრებინა, რას აკეთებს რიგგარეშე სხდომაზე.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შეინარჩუნეს:

“რიგგარეშე სესიის მოთხოვნა წინარე სამუშაოების გარეშე პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ამბავი იქნება და ეს სესია გახდება ერთმანეთისთვის სახელების ძახილის ადგილი, ვინ მტერია და ვინ მოყვარე.

ეს მაშინ, როცა ჩვენი მეგობრები ელოდებიან, რომ ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ქმედება იქნება გადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, რაც მოითხოვს მუშაობას, ერთმანეთთან ომის შეწყვეტას.

ლოგიკური იქნებოდა, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთად დამჯდარიყო და მოეფიქრებინა, რას აკეთებს რიგგარეშე სხდომაზე. ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი არ გვაწყობს, ასევე გვინდა, რომ საარჩევნო ბლოკები დაშვებული იყოს და ა.შ. ამაზე ოპოზიციის მხრიდან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა და ჩვენი ნებისმიერი კონსულტაცია იმით სრულდებოდა, რომ თქვენ სხვა რაღაც გინდათო. ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შევინარჩუნეთ.

პრეზიდენტი სესიას ჩანიშნავს თუ არა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რიგგარეშე სესია იქნება პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა. 

თუ ამ ლოგიკას პრეზიდენტი გაჰყვება, ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას არ ჩანიშნავს. ამის საპირისპიროდ შეიძლება, სესია შალვა პაპუაშვილმა ჩანიშნოს, რაღა ამ სესიაზე აჩვენოს, თუ რამდენად მოუმზადებელი მოვიდა ოპოზიცია თავისი მოთხოვნებით”, – აცხადებს ჰერმან საბო.

შეგახსენებთ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობის მიზნით, ოპოზიციის ნაწილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვა სურს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით ერთობლივი განცხადება 13 ივლისს გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, პროცესების დეპოლარიზაცია და ოპოზიციასა და ხალხთან ურთიერთობის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატში გადატანა, თუ მათი მიზანია დროის გაწელვა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის იმიტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g