47 წლის ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ ჯეკმანი არა მხოლოდ სამაგალითო მეუღლე, არამედ ფანტასტიკური მამაცაა. უიკენდზე ის მეუღლესთან და ვაჟთან ერთად საკუთარი ქალიშვილის, ავა ელიოტის კონცერტს დაესწრო, რომელიც ცეკვის სტუდიაში გაიმართა.
ცნობილმა მსახიობმა ქალიშვილს კონცერტზე გამოსვლა ყვავილებით მიულოცა. ოჯახური უიკენდი კი ქუჩაში გასეირნებითა და რესტორანში სადილით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 11 წლის ავა და 16 წლის ოსკარი ჰიუ ჯეკმანმა იშვილა. დებორა ჯეკმანი კი 13 წლით უფროსია საყვარელ მეუღლეზე.