LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდიელი ექსპერტი ”ჩირკოლადს” წარმოების გაფართოებაში ეხმარება

86

კომპანია ”ჩირკოლადი” წარმოების გაფართოებასა და ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს. როგორც ”ფორტუნას”კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დირექტორმა გიორგი არწივიძემ განუცხადა,  ”ჩირკოლადს” საქმიანი ვიზიტით ჰოლანდიელი ექსპერტი ეწვია.

”ექსპერტი გასულ კვირას ჩამოვიდა და ეცნობა ჩვენს წარმოებას. გვაძლევს რჩევებს, გარდა ამისა, ჩვენთან ერთად არჩევს ადგილს, სადაც ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყება”, – განმარტა არწივიძემ.

მისივე ინფორმაციით, საწარმო ევროპელი ექსპერტის რეკომენდაციების მიხედვით მოეწყობა და ევროპული სტანდარტები დაინერგება.

როგორც არწივიძემ აღნიშნა, ქარხნის მშენებლობისთვის კომპანია 300 ათასიდან – 500 ათასამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს და დამატებით კადრებსაც დაასაქმებს.

”გარდა იმისა, რომ გაფართოებულ საწარმოში ახალი თანამშრომლებიც დაგვემატებიან, ამ ქარხნის მუშაობაში მთლიანად ბაღდათის რაიონის მოსახლეობა იქნება ჩართული, ვინაიდან სწორედ ისინი მოგაწვდიან საჭირო რაოდენობის ხილსა და ბოსტნეულს”, – განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

რაც შეეხება ”ჩირკოლადის” ამჟამინდელ საწარმოს, როგორც გიორგი არწივიძემ განმარტა, ის არ დაიხურება და ფუნქციონირებას ახალი ქარხნის გახსნის შემდეგაც განაგრძობს, თუმცა, სხვა ფორმატით – ძველ საწარმოში ლაბორატორია მოეწყობა.

”ჩირკოლადის” საწარმო 2011 წლიდან ბაღდათში ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g