LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდის ისტორიაში საუკეთესო კოცნა გამოვლინდა

157

ლეონარდო დიკაპრიოსა და კეიტ უინსლეტის კოცნა ფილმში „ტიტანიკი“ ჰოლივუდის ისტორიაში საუკეთეოს კოცნად აღიარეს. შესაბამისი გამოკითხვა ბრიტანულმა TLC-მ ჩაატარა , რომელშიც მონაწილეობა კინომოყვარულებმა მიიღეს.

ჯეიმს კემერონის მიერ 1997 წელს გადაღებულ ფილმში,  ოსკაროსანი ვარსკვლავების კოცნა, როგორც ჩანს, ყველაზე დასამახსოვრებელი და რომანტიულია დანარჩენ ფილმებს შორის.

მეორე ადგილზე მულტფილმი „ლედი და მაწანწალა“ განთავსდა.

სამეულს კი დემი მურისა და პატრიკ სუეიზის დუეტი ხურავს ფილმიდან „მოჩვენება“.

ათეულში ასევე მოხვდა ეპიზოდები ფილმებიდან: „ლამაზმანი“, „ბინძური ცეკვები“, „ბრიჯიტ ჯონსი“, „ადამიანი-ობობა“, „საუზმე ტიფანისთან“, „ქარწაღებულნი“ და „ვარსკვლავური ომები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები