LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Homelad-ის ბოლო სეზონში კლერ დეინსის ქმარი ითამაშებს (ფოტო)

1012
homeland.

ცნობილი ხდება, რომ კლერ დეინსის მეუღლე, ბრიტანელი მსახიობი ჰიუ დენსი სერიალში Homelad გამოჩნდება. ის მერვე სეზონში პრეზიდენტის მრჩევლის როლში მოგვევლინება.

ცნობილია, რომ ბოლო სეზონში კლერ დეინსი კვლავ მთავარ როლზეა დამტკიცებული. სცენარის მიხედვით, ქერი მეტისონი რუსეთის სპეცსამსახურების ტყვეობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. სწორედ ასე იწყება ახალი სეზონი, რომელიც სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უნდა გამოდგეს.

რაც შეეხება ჰიუ დენსის, ის ცნობილია სერიალ „ჰანიბალით“. ის და კლერ დეინსი 2009 წელს დაქორწინდნენ და მათ საერთო ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები