LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ საპირველაპრილოდ ნახევარი ავტომობილი ააწყო

50

იაპონური კომპანია Honda სერიოზულად მოემზადა “სიცილის დღისთვის” და ქროსოვერ CR-V–ის ღია ვარიანტის პრეზენტაცია მოახდინა. სიახლეზე ავტომწარმოებლის ბრიტანულმა ოფისმა იზრუნა.

ახალი  Honda არარსებულ ბაზარზე პირველ აპრილს უნდა გავიდეს. მწარმოებელი ხაზს უსვამს, რომ ეს რენდერი კი არა, ნამდვილი ავტომობილის ფოტოებია.

საპირველაპრილოდ კომპანიის ინჟინირებმა ქროსოვერს სახურავი მოაჭრეს. მწარმოებლები ამბობენ, რომ ის იმ ქვეყნებში გამოდგება, სადაც თბილი კლიმატია და არა დიდ ბრიტანეთში.

მას შემდეგ რაც ავტომობილი გადაჭრეს, მისი სტრუქტურის სიმყარე 100%-ით შეირყა, ამიტომ CR-V სრულიად უმართავია და ექსპულატაციისათვის გამოუსადეგარია.  ამასთან, საპირველაპრილოდ, ქროს-კაბრიოლეტის შეძენას არარეალურ ბაზარზე ნახევარ ფასად შეძლებენ, რადგან „მყიდველები მხოლოდ ნახევარ ავტომობილს მიიღებენ“.

კომპანიისთვის ეს ავტომობილი ახალი მიმართულებაა – ამბობს eipurirufūru-ს ანუ საპირველაპრილო ხუმრობების განყოფილების ხელმძღვანელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები