სათამაშოების ამერიკულმა მწარმოებელმა Hot Wheels გამოუშვა უნიკალური ნაკრები, რომელშიც Tesla Cybertruck და კვადროციკლი Cyberquad შედის, ასევე საჭე–პულტი, რომელიც პიკაპის სამართავადაა განკუთვნილი.
მთელი კომპლექტის ღირებულება მხოლოდ 100 დოლარია, რაც სავარაუდოდ, ბევრ მყიდველს მიიზიდავს.
Hot Wheels–ის სათამაშო Cybertruck 1:10 მასშტაბითაა შესრულებული და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც „ტესლას“ მიერ დაანონსებული ლიმიტირებული პიკაპი.
აღსანიშნავია, რომ მწარმოებელმა „ტესლას“ უჩვეულო მოდელი რამდენიმე თვის წინაც გამოუშვა და მაშინ სათამაშო ძალიან მალე გაიყიდა. ამჯერად კომპანია Cybertruck–ს კვადროციკლთან ერთად კომპლექტში ყიდის.
საინტერესოა, რომ სათამაშოს საათში 19,3 კილომეტრის განვითარება შეუძლია. ძრავი მხოლოდ უკანა საბურავებს ატრიალებს, ძარაზე კი მცირე დეტალები ნაკლებადაა გამოხატული.