LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა

193
აქციის მონაწილეების დაკავება

30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 63 პირი დააკავეს – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძის თქმით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით, დააკავეს.

ცნობისათვის, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამ,ჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

ფოტო: ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია

„პატარა ბიჭს იჭერდნენ, ვეცადე გამომეგლიჯა ხელიდან.. რაღაცნაირად ეს მოვახერხე და მე შევრჩი ხელში, შიგნით შემათრიეს და ერთმა მათგანმა, გამეტებით მირტყა“ – სოფო ჯაფარიძე

magti 5g