LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შექმნილია დიდი შრომის და ბევრი ფიქრის შედეგად, რათა ხედვის, გონების და შეგრძნების ტანდემი ყოფილიყო“ – რატი დურგლიშვილი საკუთარი სახლის კადრებს აქვეყნებს

235
რატი დურგლიშვილი

მომღერალი, დუეტ „ჯორჯიას“ წევრი რატი დურგლიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც, მის მიერვე, საკუთარი სახლის დაპროექტებისა და მშენებლობის დროს გადაღებულ კადრებს აერთიანებს.

რატი დურგლიშვილი: „სამწელიწად-ნახევარია, მცხეთაში ჩემს სახლს საკუთარი ხელებით ვარემონტებ, ამის გამო ხელზე ტრავმაც კი მივიღე, მაგრამ წარმოსახვაში რაც მქონდა, ზუსტად ის გამოვიდა…“

როგორც რატი დურგლიშვილი წერს, სახლი, რომელსაც თავად, საკუთარი ხელით აშენებდა, დიდი შრომისა და ბევრი ფიქრის შედეგად შექმნა:

„შექმნილია დიდი შრომის, ბევრი ფიქრის, ბევრი ვარიანტის, პერსპექტივისა და არსებული ვითარების საფუძველზე დიდი დაკვირვების შედეგად, რათა ინდივიდუალურად საინტერესო ყოფილიყო ყოველი კუთხე თუ დეტალი, რათა ხედვის, გონების და შეგრძნების ტანდემი ყოფილიყო“, – წერს რატი დურგლიშვილი.

ვიდეო: „რატის რეზიდენცია“ – მაკა ზამბახიძე რატი დურგლიშვილის ულამაზესი სახლის კადრს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები