ჩინეთში Huawei-ის უახლესი სმარტფონის, Honor 9-ის პრეზენტაცია გაიმართა. გაჯეტი ძალიან ჰგავს მის წინამორბედ მოდელს, თუმცა, რა თქმა უნდა განსხვავებაც არის.
Huawei Honor 9-ს 5,15 დიუიმიანი Full HD-დისპლეი აქვს, Kirin 960-ის რვა ბირთვიანი პროცესორი, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, ძირითადი ორმაგი კამერა კი 12 და 20 მეგაპიქსელს მოიცავს.
Honor 9 ჩინეთში გაყიდვაში ამ დღეებში გამოვიდა და მისი ფასი 340 დოლარია.