LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HUAWEI ხელოვნური ინტელექტის განვითარებას იწყებს

181
page

ერთ-ერთი უდიდესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია, HUAWEI ხელოვნური ინტელექტის, საოპერაციო სისტემებისა და მიკროჩიპების წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას გეგმავს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ დასავლეთის მიერ 30 წლის განმავლობაში შექმნილ ტექნოლოგიურ წინსვლას 10 წელიწადში მიაღწიეს და წინ დიდი სიახლეები ელოდებათ.

აღსანიშნავია, რომ HUAWEI-ის მიერ შექმნილი სისტემა, სახელწოდებით HARMONYOS უკვე 900 მილიონ მომხმარებელს აქვს ინსტალირებული.

HARMONYOS 2019 წელს შეიქმნა. HUAWEI-ის მიერ წარმოებული და HARMONYOS სისტემით მოქმედი სმარტფონების გაყიდვა 2024 წლის პირველ 5 თვეში, 68 პროცენტით არის გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები