LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Huawei უპილოტო ელექროქარების შესაქმნელად მილიარდ დოლარს დახარჯავს

94
huawei

ელექტროქარების ბაზარზე მალე ახალი მოთამაშე კომპანია  Huawei Technologies გამოჩნდება. სმარტფონების უდიდესი მწარმოებელი გეგმავს, რომ 2021 წლისთვის ავტოპილოტის სისტემების და ელექტროქარების შესაქმნელად მილიარდი დოლარი დააბანდოს.

გამოცემა Bloomberg–ის ინფორმაციით,  Huawei უპილოტო ავტომობილებს სამ ჩინელ მწარმოებელთან – BAIC Group, Chongqing Changan Automobile და Guangzhou Automobile Group (GAC) ერთად შექმნის.

კომპანიას თავისი ავტოპილოტი უკვე აქვს და მას ადამიანის ჩარევის გარეშე 1000 კილომეტრის გავლა შეუძლია. ეს კი როგორც Huawei–ში ამბობენ „ბევრად უკეთესია ვიდრე „ტესლას“ მაჩვენებელი. ამასთან, ელექტროქარების ჩინურ ბაზარს 2021 წლისთვის 50%–იან ზრდას უწინასწარმეტყველებენ, ანუ Huawei–ს გამოჩენა ძალიან დროულია.

მითუმეტეს მას შემდეგ რაც კომპანიას 2020 წელს დიდი დანაკარგი ქონდა. საუბარია აშშ–ს სანქციებზე, რამაც Huawei–ს ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა – დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ბრენდმა 30 მილიარდი დოლარი იზარალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g