ერთხელ ნელსონ მანდელამ თქვა: „განათლება – ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც შეგიძლიათ სამყაროს შესაცვლელად გამოიყენოთ“. და მართალიც არის, განათლება – ერთ-ერთი საუკეთესო რესურსია, რომელიც ქვეყანამ თავის მოქალაქეებს უნდა შესთავაზოს. სამწუხაროდ, მსოფლიოს თითქმის ნახევარს არ აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ ნორმალურ პირობებში ისწავლოს, მათ შორის დიდია მდედრობითი სქესის რაოდენობა.
გლობალურად, 65 მილიონი გოგონა სკოლაში ვერ დადის. 774 მილიონი ადამიანიდან, რომლებიც გაუნათლებლებად ითვლებიან, ორი მესამედი ქალია. ყველა გოგონას რომ ჰქონდეს დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობა, ბავშვობაში გარდაცვალების შემთხვევები განახევრდებოდა.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოცემამ Huffington post გლობალური განათლების აუცილებლობაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და შემოგვთავაზა ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან, რა პირობებში უწევთ სწავლა გოგონებს.
ფოტოებზე სხვადასხვა ასაკის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ირანიდან, სომალიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, სირიიდან და სხვა ადგილებიდან არიან გამოსახულები. სტატიის იდეა კი მარტივია – განათლების მიღების უფლება, განურჩევლად სქესისა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს.
სომალი
ფილიპინები
ირანი
სამხრეთ აფრიკა
აშშ
ერაყი
სირია
ავღანეთი
კენია
ინგლისი
მაროკო
სამხრეთ კორეა
ჩინეთი
ინდონეზია
ჩრდილოეთ კორეა
საფრანგეთი

















