ასი ათასობით Hyundai-ს შეკეთება სჭირდება. კორეული ავტომწარმოებელი 226 ათასზე მეტ Santa Fe-ს და სედან Elantra-ს გამოიწვევს უკან. საუბარი 2021-2022 წლის იმ მოდელებზეა, რომლებიც აშშ-შია რეალიზებული. მეპატრონეებს სერვის ცენტრებში მისვლა უკანა ხედვის კამერების გამო მოუწევთ, დეფექტის გამო სიგნალი შესაძლოა საერთოდ დაიკარგოს. ანუ კამერის გამოსახულება ცენტრალურ მონიტორზე აღარ გამოჩნდება, რაც არამხოლოდ არასასიამოვნო ფაქტი იქნება, არამედ ამერიკული სტანდარტებით აკრძალულიცაა.
აშშ-ს ფედერალური სტანდარტის მიხედვით, რომელიც სატრანსპორტო საშუალებებისთვის 2018 წელს მიიღებს, ყველა მანქანა გამართული უკანა ხედვის კამერით უნდა იყოს აღჭურვილი.
აღსანიშნავია, რომ Hyundai-მ პრობლემის შესახებ კარგა ხანია იცის და 2022 წლიდან ავტომობილებს ბევრად უფრო გამართულ და ხარისხიან კამერებს უყენებს.