LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai Creta–ს ამიერიდან ტელევიზორიც ექნება

180

სპორტულ Hyundai Creta–ს ამიერიდან ტელევიზორიც ექნება. კომპანია Hyundai–მ ცნობილი კროსოვერის სპორტული ვერსია სპეციალურად ბრაზილიური ბაზრისთვის განაახლა. რენოვაცია ტექნიკურ მახასიათებლებს ნაკლებად შეეხო და ავტომობილს ძირითადად ვიზუალური მხარე შეუცვალეს, ამასთან ერთი სიახლე – ტელევიზორიც დაამატეს.

კროსოვერი 2,0 ლიტრის მოცულობის ძრავითაა უზრუნველყოფილი და ის ძირითადად ბენზინზე მუშაობს. აგრეგატს 156 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია და ის 6 დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად ფუნქციონირებს. სპორტქარის მულტიმედიურ სისტემას ციფრული ტელეგადამცემიც დაემატა, რითიც ის საოჯახო ბიუჯეტურ მოდელ  – HB20–ს დაემსგავსა.

აღსანიშნავია, რომ განახლებული მოდელი ჯერ–ჯერობით მხოლოდ ბრაზილიაში გაიყიდება. შეგახსენებთ, რომ Hyundai–მ განახლებული „კრეტა“ 2017 წელს ჩინური ბაზრისთვისაც წარმოადგინა და მოდელმა მაშინაც ბევრი საინტერესო განახლება მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები