LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-მ მსოფლიოში საუკეთესო დილერი გამოავლინა

52

ავსტრალიურ სიდნეიში მსოფლიოს საუკეთესო დილერების შეხვედრა გაიმართა, რომლის მსვლელობის დროსაც მონაწილეებმა ავტოწარმოების მომავალზე იმსჯელეს და Hyundai Motor-ის სამაგალითო წარმომადგენელი აირჩიეს.

ღონისძიებაზე მსოფლიოს 42 ქვეყნიდან 71 დილერი შეიკრიბა. საუკეთესოს არჩევისას უნივერსალური კრიტერიუმი გაყიდვების მოცულობა და კლიენტების კმაყოფილების დონე გახლდათ. საუკეთესო შედეგები გერმანულმა სადილერო კომპანია Automobile Darmas-მა დააფიქსირა, რომელმაც მიიღო კიდეც წოდება “Hyundai-ს საუკეთესო დილერი მსოფლიოში”.

აღნიშნული ევროპული სადილერო კომპანია ერთ-ერთ საუკეთესოდ 2015 წელსაც დასახელდა, როდესაც 2010-15 წლებში სამხრეთ კორეული ბრენდის ავტომობილების გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.

Hyundai Motor-ის მსხვილი ინვესტიციები ეკოლოგიაში, ეფექტურ და თანამედროვე ტექნოლოგიებში სწრაფად ცვალებად საავტომობილო ბაზარზე ჩვენს დილერებს აძლევს შესაძლებლობას პოზიციები შეინარჩუნონ. ჩვენი სადილერო ქსელის თანამშრომლები კომპანიის ელჩები არიან და იზიარებენ სწრაფას, რომ კლიენტების საყვარელი ბრენდი სწორედ Hyundai იყოს” – აღნიშნა Hyundai Motor-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა ლი ვონჰიმ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები