LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ის მანქანები მალე სიარულს დაიწყებენ

nd

სამხრეთ კორეულმა ავტოგიგანტმა უჩვეულო სიახლე დააანონსა. ბრენდის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს თიზერი, რომელშიც Elevate – სრულიად უჩვეულო კონცეფციაა ასახული. მწარმოებელმა ავტომობილს ფეხით მოსიარულე შეარქვა, რადგან ის თითქოს მართლაც ფეხით დადის. საქმე ისაა, რომ სუპერქარი რობოტიზირებული ფეხებითაა აღჭურვილი, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ გადაადგილდეს ყველაზე რთულ, უსწორმასწორო ზედაპირზე, ისეთზე როგორზეც სხვა მოდელები, მათ შორის ვერც ყველაზე მძლავრი ყველგანმავალები ვერ მოძრაობენ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ პროექტს Toyota-ც ამზადებს. მისი კონცეპტი ACES მომავლის ავტომობილების ინტერიერს აღწერს და ავტომოყვარულებს დაწინაურებული ავტონომიური სისტემების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g