LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ს სარბოლო ელექტროქარი ფრანკენშტეინს შეადარეს

87
carsnews32

Hyundai-მ ახალი მოდელის პრემიერამდე საინტერესო თიზერი გამოაქვეყნა და ავტომობილის დაბადება მონსტრ ფრანკენშტეინს შეადარა. ვიდეოში რამდენიმე მინიშნებაა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სამხრეთკორეული ბრენდის სპორტული განყოფილება.

რგოლში იტალიელი მრბოლელი და მსოფლიო ჩემპიონი გაბრიელე თარქვინი „გიჟი მეცნიერის“ როლშია და ავტომობილის „გაცოცხლებას“ ელექტროენერგიით ცდილობს.

როგორც ცნობილია, სიახლე Hyundai Motorsport-მა გერმანიის განყოფილებაში შექმნა. ეს იქნება სრულად ელექტრონული ავტომობილი რომელიც რბოლებში მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტის ავტოსალონისთვის Hyundai-მ სხვა სიახლეებიც მოამზადა და მათ ნახვას ავტომოყვარულები 10 სექტემბერს შეძლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g