LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ს უპილოტო მანქანებმა საკვების მიტანის სერვისში დაიწყეს მუშაობა

46
hyundai

კალიფორნიაში საკვების მიტანის სერვისში ელექტროქარი Hyundai Ioniq 5 დაასაქმეს, მოდელიც რომელიც ავტოპილოტით გადაადგილდება. მანქანა სრულად დამოუკიდებლად მუშაობს. მიტანის სერვისი უპილოტოს მისვლის შესახებ რესტორანს აფრთხილებს და ავტომობილის სალონში კი საკვების გადასატანად სპეციალური განყოფილებაა გამოყოფილი. დატვირთვის შემდეგ Ioniq 5 კლიენტისკენ მიემართება და ეს უკანასკნელი საკვების მოსვლას სპეციალური აპლიკაციით იგებს.

უპილოტოს მუშაობაზე პასუხისმგებელი კომპანია Motional – Hyundai-სა და Aptiv-ის საერთო დანაყოფია. კომპანიას უკვე აქვს მგზავრების გადაყვანის გამოცდილება, თუმცა საკვების გადატანა მის პროფილში აქამდე არ შედიოდა.

საპილოტე პროგრამის მოსამზადებლად Motional-მა რამდენიმე თვე დახარჯა, მომავალი კურიერების მუშაობა თითოეულ რესტორანთან შეამოწმა.

უპილოტოების საკვების მიტანის სერვისი  Uber-ის რეალობაში ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები