LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ჩანტლაძე მამაზე, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა: „ეს არის ის განცდა, რომელიც ოჯახს არასდროს მოასვენებს…“

503
chantladzeia

ია ჩანტლაძეს კოვიდვირუსით მამა დაეღუპა. როგორც ის ამბობს, სტატისტიკის უკან რეალური ადამიანი დგანან რეალური ტრაგედიებით. იამ ამის შესახებ გადაცემა „ექიმებთან“ ისაუბრა.

ია ჩანტლაძე:

„როდესაც მამაჩემს დაუდასტურდა კოვიდი, მაინც იმედიანად ვიყავით, რადგან ათი დღის განმავლობაში ფაქტობრივად უსიმპტომო იყო, კონტაქტური და მხიარული. ათი დღის შემდეგ დამძიმდა მისი სიტუაცია, მაგრამ ყოველდღიურად ვკონტაქტობდით, გვირეკავდა.

მერე მორალურადაც გატყდა, რადგან ყოველ მეორე დღეს უყურებდა, როგორ ასვენებდნენ იქიდან ადამიანებს. არ გვიყვებოდა დეტალებს, მაგრამ ამბობდა, აქ ხდება საშინელება, კვდება ხალხი, ვინც გუშინ ცოცხალი იყო, ვისაც ველაპარაკებოდი, ვუღიმოდი და ვისაც ჰქონდა იმედი, რომ გამოძვრებოდნენო.

ბოლო დღეებში თვითონაც გაუჩნდა შიში, რომ იგივე ბედი ეწეოდა. ყველაზე მძიმე მაინც ისაა, რომ საყვარელ ადამიანებს ვერ ვუმსუბუქებთ სიცოცხლის ბოლო დღეებს, არ გაქვს შესვლის უფლება, არც ლაპარაკის, სულ გაქვს იმის განცდა, რომ ვერ დაუდექი გვერდით. ეს არის ის განცდა, რომელიც ოჯახს არასდროს არ მოასვენებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები