LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ფარულავა: „დღეიდან მე გავხდი ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი…“

3980
ია ფარულავა

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა დღეიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელია. „რუსთავი 2“- სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა და სოციალურ ქსელში დაწერა:

„რა დროს ესაა, მაგრამ რადგან ატყდა ამბავი,  მოკლედ:

✅️14 თებერვალს დავწერე განცხადება წასვლაზე ✅️„რუსთავი 2“-დან წამოვედი .

✅️„ფარული კონვერტის“ 4 გადაცემა არის ჩაწერილ დამონტაჟებული და გავა აუცილებლად.

✅️პოლიტიკა არაფერ შუაშია.

დანარჩენი სხვა დროს იყოს… მადლობა, რომ ხართ ჩემი ერთგული მაყურებელი… გაგრძელება იქნება…“

გაგრძელება კი, როგორც ჩანს, უკვე „ფორმულას“ ეთერში იქნება. ტელეწამყვანი წერს: „დღეიდან გავხდი ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი“, თუმცა არ აკონკრეტებს, რა გადაცემას წაიყვანს ის ამ არხის ეთერში.

 

“რადგან ატყდა ამბავი… რუსთავი 2-დან წამოვედი” – რას წერს ია ფარულავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები