LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ფარულავა პროდიუსერების ბრალდებებს დუმილით ხვდება

1323
iafarulava23445

ია ფარულავას „ფარული კონვერტის“ პროდიუსერები ფსიქოლოგიურ ძალადობასა და უცენზურო მიმართვაში ადანაშაულებენ. ნინუცა მაყაშვილის მონაწილეობით ცნობილი გადაცემის შემდეგ, მორიგი გადაცემის ჩაწერისას, ია ფარულავამ პროდიუსერებს დამსწრე საზოგადოების თვალწინ აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ქეთი გუნცაძე და ეკა გვახარია წერენ, რომელმაც „ფარული კონვერტი“ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

,,ყველაფერ ამის შემდეგ, ჩვენ თავად აღმოვჩნდით წამყვანის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლები” – “ფარულ კონვერტს” პროდიუსერები ტოვებენ

Fortuna.ge ია ფარულავას დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენს კითხვაზე, რა პასუხს გასცემდა პროდიუსერების ბრალდებებს, ასე გვიპასუხა:

„არავითარ კომენტარებს არ ვაკეთებ, ჩემო საყვარელო, მით უმეტეს, რადიოსთვის. მადლობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები