LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია სუხიტაშვილი: „არ მესმის მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო. რას ნიშნავს ყველაფრის უფლება?!“

525
iasuxitashvili

ია სუხიტაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახური ცხოვრებისა და პროფესიის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეუღლესთან ერთად ოჯახში სიმშვიდე იპოვა.

რუსთაველის თეატრის წარმატებული მსახიობი ორი ვაჟის დედაა. უფროსი, ლუკა 14 წლისაა და მას უკვე სამსახიობო გამოცდილებაც დაუგროვდა, თუმცა იას უნდა, რომ მისმა შვილებმა კარგად ისწავლონ.

ია სუხიტაშვილი:

„გარკვეული დოზით თავისუფლებას ვაძლევ. არ მესმის იმ მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო. რას ჰქვია, ყველაფრის უფლება?! არსებობს წესები, რომელთა დარღვევა არ შეიძლება. ბავშვს უნდა ეტყობოდეს, რომ ოჯახში იზრდება. ჩემმა 14 წლის შვილმა ღამე რომ სახლში არ გაათენოს, მე ვერ დავუშვებ, ან ღამის ორ საათზე შემოაღოს კარი. შეიძლება, ძველმოდური ვარ, მაგრამ ასე ვფიქრობ. ვმეგობრობ ჩემს შვილთან, თუმცა დედაშვილობის ზღვარს არასდროს გადავდივარ. რაც შეეხება ირაკლის, 4 წლის არის, ნამდვილი ფერადი, ნათელი და საყვარელი ბიჭი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g