LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ფრანგიშვილი: „ჩვილ და პატარა ბავშვებს აქვთ ბუნებრივი იმუნიტეტის 2 წლიანი დეფიციტი, ჩავარდნა. მიზეზია იზოლაცია… გერმანიაში ბავშვთა საავადმყოფოები და ექიმის კაბინეტები გადაჭედილია“

66
იაგო და ბავშვები

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში გერმანიაში ბავშვთა საავადმყოფოში შექმნილ მდგომარეობაზე წერს.

„გერმანიაში ბავშვთა საავადმყოფოები და ბავშვთა ექიმის კაბინეტები გადაჭედილია. გუშინ 5 საათის განმავლობაში ჩემთან მოსული 128 პაციენტიდან 52 იყო ბავშვი, 18 ჩვილი ბავშვი.

წესით და რიგით 14 წლამდე ასაკის ბავშვებს ბავშვთა ექიმი უნდა მკურნალობდეს, მაგრამ, ახლა ასაკს ვინ უყურებს.

მინდა შევახსენო 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვების მშობლებს, შემოდგომაზე შემოვა გრიპის ახალი ვაქცინა, აუცილებლად ჩაიტარონ, ვინაიდან წელს გრიპის შემთხვევები იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე იყო შარშან – ივანე ჩხაიძე

4 საათი რომ კლინიკაში მოსაცდელში ზის სიცხიანი ბავშვით და საწოლი ადგილის უკმარისობის გამო უფრო მაღალსიცხიანს რომ სახლში გაუშვებენ, მოვა ოჯახის ექიმთან, აბა სხვაგან სად წავიდეს?

პრობლემის სათავე ისაა, რომ დასავლეთ ევროპაში სისტემატურად იკვეცებოდა და იკვეცება ბავშვთა საწოლები, რასაც მოჰყვება ავტომატურად ნაკლები სამედიცინო პერსონალის დახელოვნებაც.

თუმცა, ამ წელს განსაკუთრებული ისაა, რომ ბავშვებს, განსაკუთრებით კი 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა ღვიძლის ფუნქცია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და რომლებიც განსაკუთრებით არიან დამოკიდებული ინფექციის ბუნებრივ იმუნიტეტზე.

სწორედაც რომ ამ იმუნიტეტის დეფიციტი, ვარდნა აქვთ.

ადამიანის ორგანიზმი და მისი იმუნიტეტი დაახლოებით ისეა, როგორც ხის წლების რგოლები თუ მყინვარის სიღრმის ჭრილი, რომელიც მისი წარმოშობის დროზე მიგვითითებს.

ადამიანს ყოველწლიურად ახალი და ახალი ბუნებრივი იმუნიტეტი უჩნდება.

ასაკოვანებში ამას არ აქვს განსაკუთრებული დიდი მნიშვნელობა, რადგან წლების მანძილზე საკმარისი ინფექციების მიმართ გროვდება ეს იმუნიტეტი.

ბავშვები კი განსაკუთრებით არიან დამოკიდებული იმაზე, რომ ყოველწლიურად განიმტკიცონ და გაიფართოონ იმუნიტეტი.
რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, ჩვილ და პატარა ბავშვებს აქვთ ბუნებრივი იმუნიტეტის 2 წლიანი დეფიციტი, ჩავარდნა.
ამის მიზეზია იზოლაცია.

ბავშვების იზოლაცია.

გამოკეტვა

ბავშვების ურთიერთობა შეფუთულ ადამიანებთან.

რა თქმა უნდა არსებობს აცრები, ოღონდ აცრის იმუნიტეტი არის მონომერი. გაცილებით სუსტია და გარკვეული აეროზოლური ინფექციების მიმართ არც კი არსებობს.

აქ აუცილებელია ბუნებრივი იმუნიტეტი.
პენტამერი, რომელიც წარმოადგენს სამომავლო იმუნიტეტის მატრიქსს.
ისე კი, თუ დაუკვირდებით ადამიანები ომის გარეშეც კი, ერთიმეორის დაბომბვის გარეშეც კი და სავსებით მშვიდობიან დროში და ძალიანაც სასიამოვნო ცხოვრების გარემოში მაინც და მაინც
ნებით თუ უნებლიედ

შეგნებით თუ შეუგნებლად

საკუთარ ბავშვებს ვუნადგურებთ მომავალს. ვანადგურებთ ბუნებას და რესურსებს.
ვანადგურებთ მათ სამომავლო ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სამოქმედო არეალს და ფინანსურ თუ პოლიტიკურ ძალაუფლებას ვაძლევთ უზურპატორებს, ახალ მილიარდერებს და შვილებს ვუტოვებთ ჰორენდულ ვალებს.

ახლა კი, ამ ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში კი საკუთარი ბებერი ხორცის ცოტათი მაინც დაცვის საფასურად ბავშვების იმუნიტეტი

,,ვითომ გამოგვრჩა,,…..

განათლების და სკოლების პრობლემაც ვითომ არ არსებობს და მაშინ გავიხსენებთ, როცა თავს გაგვახსენებს, თუკი გაგვახსენდა საერთოდ რაიმე “… წერს იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

ენდელაძე: „ეს სეზონი ყველაზე უფრო საშიში და საყურადღებოა, ვირუსი არის გახანგრძლივებული, ამ წუთში მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა ხველა აქვს“

„ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება.. ვთხოვ, როგორც  იმუნოლოგი და ექიმი“.. – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g