LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება.. ვთხოვ, როგორც  იმუნოლოგი და ექიმი“.. – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

1238
Untitled design - 2022-11-19T202048.515

საქართველო გრიპის ვირუსის პიკს დეკემბერში ელოდება. ექსპერტების ნაწილის აზრით, რესპირატორული დაავადება მაქსიმალურ ნიშნულს წლის ბოლოს მიაღწევს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი გრიპის ვირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

თემაზე „ფორტუნა“ ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.

„სეზონური გაციებები ყოველწლიური პრობლემაა, რომელიც შემოდგომიდან იწყება.

პანდემიის შემდეგ საზოგადოება და ჟურნალისტები განსაკუთრებულად ამახვილებენ ამ თემაზე  ყურადღებას. ახალი არაფერი ხდება.

ორი წლის განმავლობაში ინფექცია შედარებით იშვიათად ემართებოდათ ადამიანებს. ამ შემთხვევას „იმუნოლოგიურ ჩავარდნას“ ეძახიან.

მარტივად რომ ვთქვათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში გრიპის ვირუსი საერთოდ არ ჩანდა, რადგან საზოგადოება იყო ნიღაბში, ის მას არამარტო კოვიდისგან, არამედ სხვა ინფექციებისგან იცავდა. აღარაფერს ვამბობ ჩაკეტვების ეფექტზე.

ენდელაძე: „ეს სეზონი ყველაზე უფრო საშიში და საყურადღებოა, ვირუსი არის გახანგრძლივებული, ამ წუთში მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა ხველა აქვს“

როგორც ენდელაძე „ფორტუნას“ განუცხადა, „ცირკურირებს კორონავირუსიც, პარაგრიპიც და რესპირატორული ვირუსიც..“ - „უნდა გვქონდეს შეგნება, რომ ვირუსი სხვას არ გადავდოთ“

დღეს შემცირდა ეს ტენდენცია და გვხვდება რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, ასევე გავრცელებულია  რენოვირუსი, პოლიგრიპიც ცირკულირებს, თვითონ გრიპი ჯერ არ გამოჩენილა.

ამიტომ მთელ მსოფლიოში, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ როგორც პანდემიის დასაწყისში იყო კორონავირუსით ინფიცირებული ზრდასრული ადამიანებით გადატვირთული კლინიკები, დაახლოებით, იმ ზღვარს ვუახლოვდებით, იმდენად გაიზარდა ბავშვთა მომართვიანობაო.

პედიატრები ადასტურებენ, რომ საქართველოშიც ძალიან ბევრი ბავშვია გაციებული. ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება. ანუ გაციებას თან ერთვის ბაქტერია. ეს ძირითადად, ვირუსული დაავადებებია (რესპირატორულ – სინციპიალური და რინოვირუსი) და კოვიდს არ უკავშირდება.

ასეთ გაციებას განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება.

დაავადებასთან გამკლავება უნდა მოხდეს ტრადიციული მეთოდებით.

რა თქმა უნდა, თუ რისკ – ჯგუფის ადამიანს რესპირაციული დაავადების ნიშნები აქვს, ვთხოვ, როგორც  იმუნოლოგი და ექიმი, რომ მათ აუცილებლად გაიკეთონ კოვიდის საწინააღმდეგო ტესტი. კოვიდს სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება, „პაქსლოვიდი“ უფასოდ ეძლევათ, რომელიც მხოლოდ კოვიდზე მოქმედებს და სხვა ვირუსზე მისი დანიშვნა არ ხდება.

ამიტომ რომ არ გართულდეს კოვიდი, ჭარბწონიანებში და სიმსივნით დაავადებულებში, მაღალი წნევის მატარებელ ადამიანებში, დიაბეტიანებში და 65 წლის ზემოთ ადამიანებში, უბრალო გაციებისთანავე ტესტი უნდა ჩაიტარონ.

ესაა ძირითადი რეკომენდაციები და რა თქმა უნდა, სასურველია,  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, ხელის ჰიგიენა, რისკის მატარებელი ადამიანების ნიღბის ტარება“, – ამბობს კულუმბეგოვი „ფორტუნასთან“.

კითხვაზე, რატომ ხანგრძლივდება გაციების სიმპტომები რამდენიმე კვირის განმავლობაში, კულუმბეგოვი ასე პასუხობს:

„გაციებითი დაავადებები, რინოვირუსი და სხვა იმიტომ არის პრობლემა, რომ ადამიანებს, როდესაც მსგავსი პრობლემა შეხვდებათ, იმუნური სისტემის დროებითი დაქვეითება ხდება. იმუნური სისტემის დაქვეითების ფონზე, მეორადად ვითარდება წიაღების ანთება, ყელის უკანა არეში  ხდება ჩანადენი, რასაც ხველა მოჰყვება, ვიღაცას გახანგრძლივებული ბრონქიტი რჩება.

ეს ვირუსის გართულებებია.

ბავშვებს შეიძლება შუა ყურის ანთება, ანუ ოტიტი განუვითარდეთ.

ჩემს პაციენტებს ხშირად ვირუსები ურთულდებათ და სულ ვეუბნები მათ მშობლებს, ვისაც ალერგია გაქვთ, თქვენთვის და თქვენი შვილისთვის არ არსებობს უბრალო ვირუსი. ალერგიულ ადამიანს, მათ,  ვისაც დიაბეტი  აქვს  და  ვინც 65 წლის ზემოთაა, უბრალო გაციებისთანავე ტესტი უნდა ჩაიტარონ.

ესაა ძირითადი რეკომენდაციები, რაც ახლა ჩვენ შეიძლება, ფართო საზოგადოებას მივცეთ.

ვისაც გაციების სიმპტომები რამდენიმე კვირა გაუგრძელდებათ,  აუცილებლად სპეციალისტთან უნდა მივიდეს. ამას ჩვენ გამოქვეყნებული მასალებით და რადიო ეთერით ვერ ვუმკურნალებთ.

პრევენციისთვის კი, რომ არ დაგვემართოს ვირუსი, არსებობს 2 საშუალება.

ივანე ჩხაიძე: ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი H3-N2 – გრიპი ბავშვებისთვის გაცილებით მეტად საშიშია, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლაა

ესაა კოვიდის საწინააღმდეგო აცრა ასაკობრივად და 6 თვის ასაკიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა.

როგორც ვიცით, დრო გახანგრძლივდა და ვაქცინები უფასოდ კეთდება.

ამასთან, ძალა არ დაუკარგავს ხელის ჰიგიენას და პირბადეს.

ეს არამარტო კოვიდისგან, სხვა ვირუსებისგანაც დაგიცავთ, ამიტომ თავშეყრის ადგილები, სადაც მჭიდრო კონტაქტია, სადაც ჰაერი არ ნიავდება, სადაც ვენტილაციაა, სადაც ადამიანები დიდ დროს ატარებენ, ასეთ შემთხვევაში ვთხოვ ადამიანებს, რომ  პირბადით ისარგებლონ.

შეიძლება ეს არ გააკეთონ ქუჩაში და სახლებში, მაგრამ  თავყრილობების დროს რეკომენდაციებს ვუწევთ. იგივე გააკეთა კანადის ხელისუფლებამ და მოსახლეობას მოუწოდა, რომ მეტ-ნაკლებად გამოიყენონ პირბადე.

მაგალითად, მე რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ამერიკიდან. ნებისმიერი აზიური წარმომავლობის ადამიანი ამერიკაში პირბადით დადის, არავის მოუხსნია. ეს კულტურა აქვთ განსაკუთრებით აზიის ხალხებს.

ამიტომ, ვინც წარმოადგენს რისკ-ჯგუფს, მოვუწოდებ, აუცილებლად პირბადე გამოიყენონ“, – ამბობს კულუმბეგოვი „ფორტუნასთან“ საუბარში.

magti 5g