LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ფრანგიშვილი: “მოეშვით ამ ვითომ შიმშილობებს, ვითომ პროტესტებს… ნუ შევირცხვენთ თავს კიდევ ერთხელ…”

174
BeFunky-collage (2)

გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ მასობრივი შიმშილობის აქციას ეხმიანება.

“თუკი ვინმეს მართლა გსურთ საქართველოს ერთადერთი ცოცხალი მართლა არჩეული პრეზიდენტის სიმბოლოს გადარჩენა, მოეშვით ამ ვითომ შიმშილობებს, ვითომ პროტესტებს, ტრაქტატების წერას და ყველამ ერთად, საქართველოშიც და უცხოეთშიც ყველამ ერთად და ერთდროულად მივმართოთ უკრაინის საელჩოს, რომ იხსნას განადგურებისაგან მისი მოქალაქე, სახელმწიფო მოღვაწის სტატუსის ადამიანი, უკრაინის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

არავინ, აბსოლუტურად არავინ იცის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სრული სიტუაცია. უმძიმესი ნევროლოგიური დიაგნოზებით ჟონგლირებენ საქართველოში მყოფი ექიმები და ისიც კი არ ვიცით, ჩაუტარდა თუ არა თავის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, არ ვიცით როგორია მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

სანამ გვინდა ამოვეფაროთ ტყვეობაში და მძევლად მყოფის იმ წერილებს, რომლებიც არც კი ვიცით როდის და რა მდგომარეობაში ან საერთოდ ვინ დაწერა.

თავისუფალი და მსოფლიოს ყველაზე მოძრავი პოლიტიკოსი რომ იყო, მაშინ არ ითვალისწინებდით არცერთ მის შეთავაზებას და რჩევას ის ხალხი, ახლა რომ წერილების სიტყვასიტყვით შესრულებას რომ ითხოვთ.

მიხეილ სააკაშვილი არის ტყვე და მძევალი. რუსულ ცარისტულ ოლოგარქიას მისი სიკვდილი კი არ სურს, არამედ უნდა რომ ასეთ სამუდამო ტყვეობაში და მძევლად ჰყავდეს ეს ადამიანი.

მიზანია მიხეილ სააკაშვილის ერთის მხრივ სავაჭრო ობიექტად გამოყენება და მეორეს მხრივ კი მისი ფსიქიკური და ჯანმრთელობის მხრივ განადგურება.

ჯერჯერობით ამას წარმატებით ახერხებს სისტემა.

ნუ გახდებით ამ საქმეში ხელისშემწყობი.

ვიმოქმედოთ ყველამ ერთად და ჩემის აზრით ერთადერთი რეალური შანსი პრეზიდენტის გადარჩენისა არის მისი გადაყვანა უკრაინაში.

გავერთიანდეთ ამ საქმეში და ვთხოვოთ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანა.

ნუ შევირცხვენთ თავს კიდევ ერთხელ და ნუ გავწირავთ საქართველოს აწგარდასული სახელმწიფოს ბოლო სიმბოლოს.

ამ საქმეში წარმატების რეალური და დიდი შანსი გვაქვს, თუ ამ მხრივ ვიმოქმედებთ”, – წერს იაგო ფრანგიშვილი.

შეგახსენებთ,პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

პენიტენციური სამსახურის განცხადება: სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში კანონმდებლობის სრული დაცვით არის გადაყვანილი

გუშინ, 29 დეკემბერს სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თამარ ჩერგოლეიშვილი: “სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, შეიგნოს, რომ არანაირი იდეა, მესია და დავით აღმაშენებელი არ არის…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g