LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა, რომ არჩევნებში სამის ნაცვლად ხუთი პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“

181
იაგო ხვიჩია

„მგონია, რომ არჩევნებზე ნაღალატევად გასვლა არ ღირს. „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ“ – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, სამი პარტია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მწირი, მაგრამ არჩევანი არსებობდეს.

„რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს“ – კახა კალაძე

ხვიჩია ამ სამ პარტიაში „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ და „გირჩს“ მოიაზრებს:

„სულ სამი პარტია არსებობს: „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ამის ნაცვლად ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა იმ მიმართულებით, რომ არჩევნებში სამის ნაცვლად ხუთი პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“. მგონია, რომ არჩევნებზე ნაღალატევად გასვლა არ ღირს. „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ. სამი პარტია სრულიად საკმარისები ვართ იმისთვის, რომ მწირი, მაგრამ არჩევანი არსებობდეს“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გამარჯვებისთვის“ – რა სიახლეებს აანონსებს დღეს თინა ბოკუჩავა და როდის მოხდება „ოპოზიციურ ფრონტზე“ გაერთიანება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g