LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „როცა მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“

121
იაგო ხვიჩია

„როცა საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ის ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“ – ბუნებაში არ არსებობს რეკომენდაცია, რომელიც სრულდება ან შესრულდება!“ – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „სამაგიეროდ, არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება საკუთარ ხალხს უმოწყალოდ „ეკაიფება“:

ხვიჩიას თქმით, როდესაც ხელისუფლება არ მიდის კონსენსუსზე, მოლაპარაკებაზე და უპირატესობას ძალადობას ანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ვეღარ მართავს და ყველაფრის დაქვემდებარებას უკვე ძალის გამოყენებით ცდილობს.

„სვეტი“ ოპოზიციონერები მარტო ჩვენ ვართ, დანარჩენები არიან „ქოცები“ და „ნაცები“ – იაგო ხვიჩია

„სვეტი“ ოპოზიციონერები მარტო ჩვენ ვართ, დანარჩენები არიან „ქოცები“ და „ნაცები“, მიუხედავად იმისა, რომ რეესტრში 300 ოპოზიციური პარტია არსებობს“ – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ქვეყნის მართვას ძალადობა არ სჭირდება! ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ ადამიანების გასალახად ბრძანებებს ხელისუფლება გასცემს – ვიღაცაზე იტყვიან გასალახიაო, შემდეგ ვიღაც მივა, ადამიანებს გალახავს და საგამოძიებო უწყებები ამაზე თვალს ხუჭავენ.“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები