LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „თუ „ოცნება“ დაინახავს, რომ მტრის ხატი კარგად არ მუშაობს, არ გამოვრიცხავ საარჩევნოდ ზურაბიშვილს სააკაშვილი გააშვებინოს“

192
იაგო ხვიჩია და მიშა

„არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნება“ თუ დაინახავს, რომ მტრის ხატი კარგად არ მუშაობს, საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი გააშვებინოს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ნაბიჯს, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ გადადგამს.

პრეზიდენტი სააკაშვილზე: „უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“

„ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„შესაბამისად, კითხვა უნდა დაისვას ასე – ბიძინა ივანიშვილი ემზადება თუ არა ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ვერ გეტყვით, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

არ გამოვრიცხავ, თუ „ქართული ოცნება“ დაინახავს, რომ მტრის ხატი კარგად არ მუშაობს, მიხეილ სააკაშვილი საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილს გააშვებინოს და საზოგადოებას უთხრას, რომ ხმას თუ არ მომცემთ, მიშა მოვა.

ანუ, „მიშა მოვას“ გასაძლიერებლად რეკომენდებულია სააკაშვილი გარეთ იყოს. თუ შეიწყალებს, ამას „ქართული ოცნება“ გააკეთებს და არა სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი: არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!

„ოცნების“ ნარატივი კი იქნება, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართო და ამას სალომე ზურაბიშვილს შეახოცებენ“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g