LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იან კელი – აშშ გმობს რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთთან გაფორმებულ შეთანხმებას გაერთიანებული სამხედრო ძალების შესახებ

81

შეშფოთებულნი ვართ რუსეთის პარლამენტის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებით, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრირებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ განაცხადა. საქართველოში ამერიკის ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ არ ვცნობთ ამ შეთანხმების ლეგიტიმურობას. ჩვენ მას, როგორც უკან გადადგმულ ნაბიჯს განვიხილავთ. ვფიქრობ, რომ ყველა მხარე უნდა მუშაობდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, რომელიც ძალების თავდაპირველი განლაგების პოზიციებისკენ გაყვანას მოითხოვს“, – აღნიშნა იან კელიმ.

აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას გაერთიანებული სამხედრო ძალების შესახებ. ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად ამ ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-ს პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ურყევია: აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g