LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 29.1%-ით გაიზარდა

131
საგარეო ვაჭრობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 29.1 პროცენტით მეტია.

“აქედან, ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 38.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 002.9 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 25.2 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარში 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2 პროცენტია”, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g