Georgian Airways იანვრის თვის ფრენების განრიგს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ქართული ავიაკომპანია მომდევნო თვეში, პარიზის მიმართულებით 6, ამსტერდამის მიმართულებით 8, ვენის მიმართულებით 5, ხოლო ბერლინის მიმართულებით 6 რეისს შეასრულებს.
უფრო კონკრეტულად კი განრიგი ასეთია:
თბილისი-პარიზი-თბილისი ( 8,15,19,22,26,29) იანვარი.
თბილისი-ამსტერდამი-თბილისი ( 4,9,11,16,18,23,25,30) იანვარი.
თბილისი-ვენა-თბილისი ( 3,10,17,24,31) იანვარი.
თბილისი-ბერლინი-თბილისი (6,13,20,22,27,29) იანვარი.
„ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებგვერდს. მოხარულნი ვიქნებით, გიხილოთ ბორტზე!”, – აცხადებენ Georgian Airways-ში.