LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელები გარეულ ცხოველებს წითელთვალება რობოტი მგლებით დააფრთხობენ

152
japan-wolf-led_1698735614251_hpM

იაპონიაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 180 რობოტი მგელი დაამონტაჟეს, რათა გარეული ცხოველები დააფრთხონ. ამის შესახებ ტელეარხი ABC News მწარმოებელ კომპანია Ohta Seiki-ზე დაყრდნობით წერს.

მექანიკურ საფრთხობელას წითელი, მანათობელი თვალები აქვს. რობოტს თავის ტრიალი, ყეფა და ყმუილი შეუძლია. გარდა ამისა, მოწყობილობას შეუძლია გასროლის ხმა გამოსცეს, რათა ირმები, გარეული ღორები, დათვები და მაიმუნები დააფრთხოს. ეს მაშინ, როცა არც ერთი დათვი ანდაც ნებისმიერი სხვა ცხოველი იაპონიაში მგელს არასდროს გადაჰყრია.

მწარმოებლის აზრით, ასეთი რობო-მგელი ძალიან სასარგებლო იქნება გოლფის მოედანზე, მაგისტრალებსა თუ რკინიგზის გადასასვლელებზე. „დღეის მონაცემებით, ჩვენი მგლის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია და უკმაყოფილების გამო მისი უკან დაბრუნებაც არავის ნდომებია“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

რობოტი მგლის დიზაინი კარგადაა მოფიქრებული: ის საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება იმისთვის, რომ ცხოველები დააფრთხოს და ამასთან ხელოვნურობის ელემენტიც მკაფიოა, რათა ხალხი არ შეიყვანოს შეცდომაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები