იაპონელები ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის შექმნას აპირებენ. BBC-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიაზე მუშაობა 2025 წლიდან დაიწყება.
პროექტის ავტორი ინჟინრების თქმით, სუპერკომპიუტერი აქამდე შექმნილ კომპიუტერებთან შედარებით ათასჯერ უფრო მძლავრი იქნება.
იაპონელები კომპიუტერის შექმნას 750 მილიონ დოლარს დაახარჯებენ და მისი გამოშვება 2030 წლისთვის იგეგმება.
საინტერესოა, რომ ამჟამად ბაზარზე ყველაზე მძლავრი კომპიუტერული ამერიკული Frontier-ია და იაპონელები სწორედ მისი მაჩვენებლების გაუმჯობესებას აპირებენ.