LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და საკვებისა და მედიკამენტების დამატებით მარაგს მიაწვდის

88
Untitled design (8)

იაპონია უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის დროს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა უკრაინას დამატებით დახმარებას გაუწევს.

CNN-ის ინფორმაციით, საუბარია საკვებსა და მედიკამენტებზე.

ფუმიო კიშიდას განცხადებით, იაპონია ასევე გაზრდის დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად დიდი შვიდეულის სხვა  ქვეყნებთან ერთად.

“მხარეებმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები და უკრაინის მიმართ დახმარების გაგრძელება. ეს მიმდინარე წელს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრა”, – აღნიშნა კიშიდამ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები