იაპონიის მთავრობამ 32 რუს და ბელორუს ოლიგარქს შეზღუდვები დაუწესა. აქტივებს გაუყინავენ 12 კომპანიას. იაპონიის პერსონალური სანქციები შეეხო ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს დმიტრი პესკოვს, ასევე ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს და ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვს.
სანქციები დაწესდება ნავთობის გადამამუშავებელი აღჭურვილობის ექსპორტზეც.
ზახაროვა, სოლოვიოვი და სხვა რუსი პროპაგანდისტები EU-ს სანქციებში მოხვდნენ: მედია
სანქციების თანახმად, ამ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველანაირი აქტივი ეყინებათ, ასევე ეკრძალებათ EU-ს ტერიტორიებზე შესვლა და ამ ტერიტორიების გავლით ნებისმიერი სახის ტრანზიტი.
რუსი ოფიცრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ავსტრალიამაც.
სანქცირებულთა სიაშია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარია ზახაროვა. შეზღუდვები დაწესდება ავსტრალიიდან იმ საქონლის ექსპორტზე, რომლითაც რუსული ჯარი მარაგდება.
სანქციების სიას პუტინის ახლო გარემოცვაში მყოფი 10 პირი დაუმატა კანადამაც.