იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, იშიკავას პრეფექტურის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 120-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
განადგურებული გზებისა და კომუნიკაციების გამო, სტიქიის შედეგები ბოლომდე ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის მასშტაბის შესაფასებლად რამდენიმე რაიონამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. იშიკავას პრეფექტურაში აცხადებენ, რომ ნოტოს რეგიონში 3 000-ზე მეტი ადამიანი გარე სამყაროსგან იზოლირებულია.
შეგახსენებთ, იაპონიაში მიწისძვრების სერია 1-ელ იანვარს მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
სტიქიური უბედურების ეპიცენტრი ზღვაში, იშიკავას პრეფექტურასთან მახლობლად იყო.
მედია: იაპონიაში მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, 90 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს