წამყვანი იაპონური ონლაინ ტელევიზია საქართველოს კულტურის შესახებ საუბრობს. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
გადაცემაში ხაზგასმულია, რომ იაპონიაში ქართული კულტურის ბუმი იწყება. „საქართველოს საელჩოს მიერ ტვიტერზე ქართული ეროვნული სამოსის პოპულარიზების კამპანიის წამოწყებამ, დიდი გამოხმაურება ჰპოვა იაპონელ ინტერნეტ-მომხმარებლებში. სამოსთან ერთად მზარდი პოპულარობით სარგებლობს ისეთი ქართული კერძები, როგორებიცაა: შქმერული, ხარჩო და სხვა“, – აცხადებენ წამყვან იაპონულ ონლაინ ტელევიზიაში.