იაპონიაში რესტორნებს, რომლებიც სამუშაო საათებს შეამცირებენ, ადგილობრივი მთავრობა თვეში 17 400 აშშ დოლარს გამოუყოფს.
СNN-ის ინფორმაციით, იაპონიის ნაწილში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, რესტორნები საღამოს 20:00 საათზე დაიკეტება.
გარდა ამისა, შეზღუდვების თანახმად, იმ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც ინფიცირების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია ეძლევა, დამსაქმებლებს კი ხელისუფლება მოუწოდებს, თანამშრომლების 70% დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.
ცნობისთვის, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქ ტოკიოსა და სამ მეზობელ პრეფექტურაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში 2 თებერვლამდე დარჩება.
