იაპონიის ერთ-ერთ კაფეში მისულ მომხმარებლებს საკმაოდ კრეატიული გარემო დახვდათ. საქმე იმაშია, რომ იზუ შაბოტენის ზოოპარკში მდებარე კაფეს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სოციალური დისტანციის დასაცავად სათამაშო წყლის გოჭები გამოიყენოს. ამის შესახებ the independent-ი წერს.
იდეას სხვა დატვირთვაც აქვს, ადმინისტრაცია ცდილობს მისულ სტუმრებს სოციალური დისტანციით გამოწვეული დისკომფორტი შეუმსუბუქოს და გარემო უფრო მეტად სახალისო და სასიამოვნო გახადოს.
ცნობისთვის, იაპონიაში კოროანვირუსით ინფიცირების 16 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 744 ადამიანი კი გარდაიცვალა.
The cafe at Izu Shaboten Zoo in Shizuoka, Japan uses stuffed Capybaras to enforce social distancing
(Photos by @chacha0rca) pic.twitter.com/g15HTL2IG0
— Spoon & Tamago (@Johnny_suputama) May 21, 2020