LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიის მთავრობა რუსეთს ვაჭრობაში ყველაზე უპირატესი ერის სტატუსს ჩამოართმევს

93
ipiccy_image

უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარებისა და მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო, იაპონიის მთავრობა რუსეთს ვაჭრობაში ყველაზე უპირატესი ერის სტატუსს ჩამოართმევს.

ამ სტატუსის გაუქმება, გაზრდის საბაჟო განაკვეთებს რუსული იმპორტისთვის იაპონიაში. ამის შესახებ დღეს ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

„როგორც დამატებითი ღონისძიება, ჩვენ გადავწყვიტეთ მოვუხსნათ რუსეთს ყველაზე უპირატესი ერის სტატუსი“, – თქვა მან. ამავდროულად, კიშიდამ არ გამორიცხა, რომ ამას რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომები მოჰყვეს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს იაპონიის ეკონომიკაზე და იაპონიის მოქალაქეების ცხოვრებაზე.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომაც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოიცავს: ტრანზაქციების აკრძალვას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ საწარმოებთან; ნებისმიერი რუსი პირისთვის ან სუბიექტისთვის საკრედიტო რეიტინგის ნებისმიერი სერვისის მიწოდების აკრძალვას, ისევე როგორც საკრედიტო რეიტინგის აქტივობებთან დაკავშირებით ნებისმიერ სააბონენტო სერვისებზე წვდომის აკრძალვას; იმ პირთა სიის გაფართოებას, რომლებსაც აქვთ კავშირი რუსეთის თავდაცვით-საწარმო ბაზასთან, რომლებსაც უწესდება უფრო მკაცრი შეზღუდვები იმ მასალებსა და ტექნოლოგიებზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ დახვეწას; რუსეთის ენერგოსექტორში ახალი ინვესტიციების განხორციელების აკრძალვას, ასევე ენერგო ინდუსტრიისთვის ყოვლისმომცველი შეზღუდვების წარმოდგენას აღჭურვილობის, ტექნოლოგიისა და სერვისის ექსპორტზე; შემდგომი სავაჭრო შეზღუდვების წარმოდგენას რკინისა და ფოლადის, ასევე ფუფუნების საგნების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g